2022-2023 სასწავლო წელს სსიპ ქალაქ ზუგდიდის N9 საჯარო სკოლა პირველად ჩაერთო etwinning-ის პროექტში.
✅ ჩვენი პირველი პროექტია ,,მეგობრობა გზად და ხიდად - ვიმოგზაუროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში". პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეების გაცნობა და დამეგობრება.
✅პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
✅ვირტუალურად იმოგზაურებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გაეცნობიან მის კულტურას,ტრადიციებს,რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას.
✅მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის ისეთი უნარ-ჩვევები,როგორებიცაა:
✅თანამშრომლობა;
✅კრიტიკული აზროვნება,
✅პრობლემის გადაჭრა;
✅მედიაწიგნიერება;
✅პრეზენტაცია.

